გედევან ფოფხაძე და გრიგოლ გიორგაძე ბორჯომში დევნილებს შეხვდნენ (ვიდეო)

ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ბორჯომში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.
დეპუტატმა და მინისტრის მოადგილემ ვაშლოვანას დასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულეს და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, დევნილებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება და მისი მიზანი მათი პრობლემების მოსმენა და მასზე დროული რეაგირებაა.
დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა დევნილების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რომლის გათვალისწინებაც 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები