ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს – რა მოხდა სამეგრელოში

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც, სავარაუდოდ, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებული მამაკაცი 1985 წელს არის დაბადებული. გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმის, ლაშა გრიგოლიას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

„ახალგაზრდა ახლობლებმა მოიყვანეს კლინიკაში. ჭრილობა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული“,- განაცხადა ლაშა გრიგოლიამ მედიასთან.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები