ქეთევან ციხელაშვილი: თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ კონკრეტული პირები ქვეყანაში არ შემოუშვეს ამას აუცილებლად ექნება კანონიერი საფუძველი და ის სამართალდამცავ ორგანოებს სრულ ნდობას უცხადებს.
“ოკუპანტის ქვეყნის კულტურის სამინისტრო რომ რაღაცებს აქტიურობს გასაკვირი არ არის. ჩემთვის საერთოდ უცნობია და გაუგებარია რა პაემანზეა საუბარი რუსეთთან. რაც შეეხება პირების არ შემოშვების ფაქტს მე მაქვს სრული ნდობა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, რომ ისინი მოქმედებენ კანონის ჩარჩოში და შესაბამისად, თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი”, – განაცხადა ციხელაშვილმა
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, თუ საქმე არ ეხება კანონის დარღვევას, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არ ექმნებათ, ამას მოწმობს იმ ტურისტების რაოდენობაც, რომლებიც საქართველოში წლის განმავლობაში ჩამოდიან. “რაც შეეხება რუსეთის სხვა მოქალაქეებს, თქვენ იცით მილიონნახევარი ტურისტი ჩამოდის წლის განმავლობაში და არავის პრობლემა არ ექმნება თუ კანონდარღვევაა სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად”, – განაცხადა ციხელაშვილმა
ცნობისთვის, დღეს რუსეთის სამი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს, მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“. რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები