კახა კალაძე: მადლობა „ქართუს“, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს

ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც “შავ სიაში” მყოფი მოქალაქეებისთვის დავალიანების განულებას გულისხმობს.
კალაძის თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქე და მათი მდგომარეობა.
„3 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით გადაამოწმონ ინფორმაცია სასესხო დავალიანების შესახებ. რამდენიმე დღეში მოგაწვდით, კონკრეტულად რომელი გვერდი იქნება. ასევე, შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მართებთ მათ. ვალების ჩამოწერა დაიწყება 15 დეკემბრიდან და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით. ვის უშლის ხელს დღეს 600 000 მოქალაქის პრობლემის მოგვარება, მით უმეტეს, რომ ამისთვის ერთი თეთრი არ გადის ბიუჯეტიდან? რა აკლდებათ იმ ადამიანებს, ვინც აგრესიულ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას ამ ინიციატივის გამო? – გასაგებია, ალბათ, რაც აწუხებთ მათ, თუმცა ამით არაფერი იცვლება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები