ლუიზა ვინტონი: ჩვენ ველოდებით იმას, რომ მეორე ტური ჩატარდება ნამდვილად მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყველაფერს, რაც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კეთდება, მათ შორის, იმ კომენტარებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს, – ამის შესახებ გაერო-ს ელჩმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პირველი ტურის მსვლელობაზე, რაც ხდებოდა, ეს იყო ძალიან აქტიური, თუმცა ასევე იყო დემოკრატიული გარემო. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყველაფერს, რაც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კეთდება, მათ შორის, იმ კომენტარებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს. ეს ეხება როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებებსაც. პირველ ტურთან დაკავშირებით, ძირითადი კრიტიკა, რომელიც მოდიოდა სამოქალაქო საზოგადოებიდან, დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან. ამიტომ, ჩვენ ველოდებით იმას, რომ მეორე ტური ჩატარდება ნამდვილად მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში”, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები