ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: უმორჩილესად გთხოვთ, გია ცერცვაძის ტრაგედიას ნუ გახდით პოლიტიკური თემებით სპეკულაციის საგნად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გია ცერცვაძის ოჯახმა არ მიიღო შეთავაზება ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის თაობაზე და ის სამხედრო პატივით დაიკრძალა გორის სამოქალაქო სასაფლაოზე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყველას თხოვნით მიმართავს, პატივი სცენ დაღუპული მეომრის ხსოვნას, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ამ ტრაგედიას ნუ გახდიან პოლიტიკური თემებით სპეკულაციის საგნად.
“რამდენიმე დღის წინ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გია ცერცვაძის ოჯახს და მეგობრებს.
მოგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ, გია ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის თაობაზე.
ვინაიდან, თადარიგის ვიცე- პოლკოვნიკის ოჯახმა არ მიიღო აღნიშნული შეთავაზება, დღეს გია ცერცვაძე სამხედრო პატივით დაიკრძალა გორის სამოქალაქო სასაფლაოზე,
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უმორჩილესად გთხოვთ, პატივი ვცეთ დაღუპული მეომრის ხსოვნას,ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ამ ტრაგედიას ნუ გახდით პოლიტიკური თემებით სპეკულაციის საგნად”,-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები