მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს (ფოტოკოლაჟი)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩაში, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.
43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.
„სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები