„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ეს მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება, მალე იქნას დაძლეული”

ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ეს მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება, მალე იქნას დაძლეული, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გულახდილად ისაუბრა მართვის სტრუქტურებში არსებულ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე.
„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ეს მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება, მალე იქნას დაძლეული. ამ ღონისძიებათა შორის არის, თუნდაც, მათი დავალიანების განულება და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ჩაფიქრებულია არჩევნების შემდეგ და აუცილებლად იქნება რეალიზებული. მაგრამ რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტად გაამახვილა ყურადღება არის ის, რომ ამის სწორად და პროფესიულად რეალიზაციისთვის საჭიროა საკმაოდ გამოცდილი, დახვეწილი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი. ვფიქრობ, ასეთი გუნდი ჩვენ გვყავს. მე მგონია, რომ ორგანიზაციული მხარე არის სერიოზულად მისახედი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები