სოფელ ხეთაში, ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული 66 წლის ქალი თბილისში გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული 66 წლის ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ქალბატონს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ექიმის ინფორმაციით, კიდევ სამი პაციენტის მდგომარეობა სერიოზული და კრიტიკულია.
ცნობისათვის, გუშინ ამავე შემთხვევის დროს დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. ოჯახში მყოფმა ხუთმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები