Global Finance-მა “თი-ბი-სი” ბანკი საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance “თი-ბი-სი” ბანკი, საქართველოში, სავალუტო ტრანზაქციების მიმართულებით, 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად აღიარა. ჯილდო ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, მომხმარებლების კმაყოფილების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის მიიღო.
„ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ხაზს უსვამს „თი-ბი-სი“ ბანკის ძალისხმევას, საუკეთესო ფინანსური მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს და ამავე დროს, მაქსიმალურად იზრუნოს მათ კმაყოფილებაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხაზინისა და ფინანსური სერვისების გუნდს თავდაუზოგავი მუშაობისთვის”,- განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში.
წლების განმავლობაში, „თი-ბი-სი“ ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები