აკაკი ზოიძე: ის, რომ ყალბი პირადობის მოწმებები იბეჭდება, ძალიან დიდი ტყუილია

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგრძნო, რომ არჩევნების მეორე ტურში მათი მდგომარეობა უიმედოა, მზადება გაყალბების სცენარისათვის დაიწყო, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ “პალიტრანიუსთან” საუბრისას განცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს.
“არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებში. მათ თითოეულ განცხადებასა და ქმედებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ეძლევა. ამიტომ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ, როცა ასეთ მძიმე ბრალდებებზეა საუბარი. ის, რომ ყალბი პირადობის მოწმებები იბეჭდება, ალბათ, ძალიან დიდი ტყუილია, მაგრამ გებელსის პრინციპით, რაც უფრო დიდია ტყუილი, ადამიანმა ის შეიძლება უფრო ადვილად დაიჯეროს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგრძნო, რომ არჩევნების მეორე ტურში მათი მდგომარეობა უიმედოა, მზადება გაყალბების სცენარისათვის დაიწყო. ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი აზრის წინასწარი შემზადება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები