რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა  (WWF) სპეციალური აღჭურვილობა გადასცა. პროექტი, რაჭისა და ერუშეთის ტერიტორიებზე, გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, მესამე წელია ხორციელდება.

პროექტის მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას ბუნებრივი რესურსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებითა და მდგრადი მეტყევეობის დანერგვის მეშვეობით, რაც შეაჩერებს ტყის ეკოსისტემის დეგრადაციას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები