ბიძინა ივანიშვილი: ნათქვამი მაქვს, რომ თუ ვინმე გაყალბებას გაბედავს ხელს მოვაჭრი

“რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. მე პირადად, ნათქვამი მაქვს, რომ ხელს მოვაჭრი თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრისას განაცხადა.
​მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიღებულმა შედეგმა, საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ევროპელებიც კი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ყალბდება.
„რა თქმა უნდა, არალეგიტიმურია. ამ არჩევნებზეც ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. ის გაფრთხილება, ის ცივი შხაპი, რაც მისცა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ, ამან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელესაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. მე პირადად, ნათქვამი მაქვს, რომ ხელს მოვაჭრი თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას. დღეს არავის უჩნდება კითხვა, რომ 1%-თაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ჭეშმარიტი მოგება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები