ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ეს პატარა, მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ, ძლიერი ქალბატონია და გაუძლო ამას

ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “იმედი LIVE”-ის ეთერში საარჩევნო პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, აქვს თავისი ხედვები, პრაქტიკა, გამოცდილება და კარგი გემოვნება.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს სწორედ ასეთი.
როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი არც ერთ პირობას არ აკმაყოფილებს და ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოდის.
“ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ვინც შესატყვისად საუბრობდა, ვინც ევროპულობაც აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა, ასე ვთქვათ. ამ ფონზე სხვები რას აკეთებენ, ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ. თუმცა ძლიერია ქალბატონი სალომე, მართლაც ძლიერი ქალბატონია და სხვათა შორის, გაუძლო ამას. თუმცაღა, ესმის, რომ გარკვეული ემოციები დაჯდა და დასჭირდა ამას, ყველაფერს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები