ბიძინა ივანიშვილი: ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მოგებას შეძლებს

ნურავის ნუ აქვს ილუზია და გადაჭარბებული ილუზია, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ცდილობს არჩევნების მოგებას, რომ მოვლენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების მმართველობის 6-წლიან პერიოდში ნათლად გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ იმ მეთოდებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, როგორც მანამდე მოქმედებდნენ.
„თავისი სახელი დაარქვეს როგორც იქნა „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას დაჭირდა წლები, ყველამ გაიგო ვინ არიან ეგენი, როგორც ჩვენ ვიცოდით პირველსავე წელს და რაც მოხდა, მოვედით ამის ფონზე, საზოგადოება იმიტომაც გამაგრდა იქ, მე ამის იმედით მოვედი და მივიღე კიდეც საზოგადოების მხარდაჭერა, ნახეს რაც იყო სიტუაცია, მეც გარკვეული ნდობა მქონდა და მოვახერხეთ ის 2012 ში. განწყობა საზღვარგარეთ იყო აბსოლუტურად განსხვავებული, დიამეტრალურად საპირისპირო, დღეს ევროპამაც და ამერიკამაც, იცნო ვინ არიან ესენი, რომ აღარ დავახასიათო, ჩვენ როგორც ვიცნობთ მას, ისე იცნეს და ახლა ამ ფონზე, რომ ამ არჩევნებით ჩვენ მოვახერხოთ წარმოვიდგინოთ, რომ ესენი შემობრუნდნენ და გარეთ გაფორმდება, რომ ისევ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, აი, საერთოდ დავაბნევთ ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენს პარტნიორებს გარეთ, ევროპა იქნება თუ ამერიკა იქნება ეს, რომ რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს ცუდი იქნება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ხელისუფლებას გააჩნია იმდენი რესურსი, რომ კანონის ფარგლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნოს.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნურავის ექნება ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება.
„რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ნურავის ნუ აქვს ილუზია და გადაჭარბებული ილუზია, რითაც თვითონ დღეს, ცდილობენ რომ იტყვიან, ცდილობენ არჩევნების მოგებას, ისევ ძალით, რაც ქონდათ იმ მეთოდებითვე ცდილობენ, რომ მოვლენ და რაღაცა.. ვერაფერსაც ვერ იზამენ, გარწმუნებთ, რომ, ჯერ ვერ მოვლენ, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ეს, მაგრამ თუ მაინც ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ, გარწმუნებთ და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ კანონიერების ფარგლებში და ჩარჩოში დავტოვოთ, მაგრამ ეკონომიკას და ქვეყნის განვითარებას, რა თქმა უნდა, შეაფერხებს ახლა ეგ ფაქტია და გასაგებია ყველასთვის, რომ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც ესენი შეეცდებიან ყოველდღიურად გააფორმონ, ფულის შემოტანა არ მოხდება და ინვესტიციები არ მოხდება, თუ მოხდება, ეს მოხდება გაცილებით ცოტა და ეს იქნება ცუდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები