ბიძინა ივანიშვილი: სამართალდამცველების მიმართ საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია

პოლიციას შესატყვისი პატივისცემა უნდა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “იმედი LIVE” -ში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს სამართალდამცველების მიმართ საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია.
“პოლიციას შესატყვისი პატივისცემა უნდა, აბა ნახეთ, ეს ბიჭები როგორი მოწიწებით, როგორ ცდილობენ… ამ დროს რამდენი შეურაცხყოფა ვნახეთ, რაც საჯაროდ ადგება პოლიციას. არა – სახელმწიფო ასეთი ვერ იქნება. წარმოიდგინეთ მსგავსი ევროპაში, გერმანიაში ან საფრანგეთში, პოლიციას ირიბად რომ შეხედო, პასუხს მოგთხოვს. სახელმწიფო სახელმწიფოს უნდა დავამსგავსოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები