ბიძინა ივანიშვილი: ხალხი არის ნაწყენი, მაგრამ არა გაბრაზებული

„ხალხის ნდობაა რესურსი და მე რომ ხალხის ნაწილი ვიყავი ეს გამოჩნდა კარგად, როდესაც მე მაისში პოლიტიკაში მოვბრუნდი“,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოება ნაწყენია. ექსპრემიერი თვლის რომ საზოგადოებას განაწყენების საფუძველი აქვს და საკმაოდ სამართლიანადაც.
„ხალხი არის ნაწყენი, მაგრამ არა გაბრაზებული. მთავარი ძალა არის ხალხი. არ არის ისე, რომ ხალხი „ქართულ ოცნებას“ ვერ იტანს, ეს არ არის ასე. არ არის ეს დამოკიდებულება რომ აუტანელია „ქართული ოცნება“ ხალხისთვის. ხალხს ჰქონდა ძალიან ჯანმრთელი რეაქცია არჩევნებზე, არ მოიქცნენ ისე და აჩვენეს ხასიათი, ხალხი ნაწყენია და ისინი საფუძვლიანად არიან ნაწყენები. სწორედ აქ ჩავდექი მე, მადლობა ღმერთს დავასწარი და სწორ დროს დავინახე და შემოვბუნდი, თორემ ჩემს ახლა შემობრუნებას, უკვე ფასი აღარ ექნებოდა, როგორც ხალხმა იგრძნო ისე მე, მე ხალხის ნაწილად მიმაჩნია ჩემი თავი და ენერგიაც აქედან მაქვს და ჩემი რესურსიც სწორედ ესაა. ხალხის ნდობაა რესურსი და მე რომ ხალხის ნაწილი ვიყავი ეს გამოჩნდა კარგად, როდესაც მე მოვბრუნდი მაისში, თუმცა ეს პროცესი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. მე ჩემი მობრუნებით დავამტკიცე რომ მე ეს დავინახე და ვიგრძენი ისე როგორც ხალხმა და მე ეს დავამტკიცე. ნახეთ როგორი მგრძნობიარეა ხალხი და როგორ კარგად დაინახეს ეს ყველაფერი, ახლაც ხედავენ და ნახავთ ამ არჩევნებში რომ ყველაფერი სწორად აქვთ დანახული“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები