ბიძინა ივანიშვილი: ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის „ჩატეხილ ხიდი“ აღვადგინო

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ იგი ხელისუფლებასა და ხალხს შორის „ჩატეხილ ხიდს“ აღადგენს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლებას 6- წლიანი მოღვაწეობის პერიოდში დიდი ძალისხმევა დასჭირდა ევროპელ და აშშ-ს მოკავშირეებთან, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ ქვეყანა პროდასავლური იდეებით ვითარდება.„დღეს არავის ეჭვი არ ეპარება არც ევროპასა და აშშ-ში, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით. არავის ეჭვი აღარ აქვს დღეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პოლიტიკურად დევნილი არ არის. ზოგიერთი ციხეშია, ზოგიერთი კი პროკურატურისგან არის დევნილი. ის რაც იყო და დღეს რაც მივიღეთ, ამას არ ეყოფოდა არც ერთი და არც ორი წელი, ამას დასჭირდა რამდენიმე წელიწადი, დღეს ეს რესურსი გაგვაჩნია. ამ რესურსს აქვს ძალიან დიდი ფასი საზოგადოებაში. ახლა დარჩა შიგნით მობილიზება, რაც მე ძალიან კარგად ვიცი. დამიჯერეთ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ის ხინჯი, ის ნაკლი, ის ეჭვები და ის ჩატეხილი ხიდი, რაც გაჩნდა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, მე ჭეშმარიტად ხალხზე მორგებულს და მზრუნველ ხელისუფლებას ჩამოვაყალიბებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები