აგარის ქარხნის პროფკავშირების თავმჯდომარე: წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენს გვერდით დადგა სახელმწიფო და წარმოება ახლაც მუშაობს

აგარის ქარხანაში თანამშრომელი წინა ხელისუფლების დროს იმის გამო გაანთავისუფლეს, რომ ხელშეკრულება მოითხოვა,-აღნიშნული განცხადება შპს „აგარის ქარხნის“ პროფკავშირების თავმჯდომარე ზაზა ალბორიშვილმა პროფკავშირების წევრებს პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ალბორიშვილოს თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება მათ გვერდით დადგა და წარმოება დღესაც მუშაობს.
“მე მახსოვს წინა პერიოდი და მახსოვს როგორი სიტუაცია იყო ჩემს წარმოებაში და რა ხდება დღეს. ჩვენს გვერდზე დადგა სახლმწიფო და ახლაც მუშაობს ჩვენი წარმოება.
მაგრამ იყო პერიოდი, ახლა თანამშრომელი მყავს თან, რომელმაც ხელშეკრულება მოითხოვა წარმოებაში და ამის გამო გათავისუფლდა, მაგრამ დღეს ჩვენთან არის. ამ ხელისუფლების პიორბებში ბევრი შეგვიძლია მოვითხოვოთ და ბევრი გავაკეთოთ და მე და ჩემი პროფკავშირის წევრები ვუერთდებით ირაკლი პეტრიაშვილის გამოსვლას და დღეს ვართ ცუდსა და უარესს შორის”, – განაცხადა ზაზა ალბორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები