ირაკლი პეტრიაშვილი: ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე

ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე,- ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების კულტურის ცენტრში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“არასდროს მე ჩემი პოლიტიკური სიმპათია არ დამიფიქსირებია, რადგან ვიცი, რომ ჩვენს რიგებში არიან სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მქონე ადამიანები, ეს მათი კანონიერი უფლებაა და ბუნებრივია, არაპროფკავშირულ სტრუქტურებს, სწორედ ამიტომ ვთხოვე აქ მობრძანება.
ის, რაც იყო 2012 წლამდე, იყო პრობლემა, ჩვენი გამოწვევა არის რეალურად სიღარიბის დაძლევა, ინფლაცია, უმუშევრობა, განათლება და მათ შორის, პროფესიული განათლება.
სწორედ ამ რიტორიკას ვხედავ მე კანდიდატებში, პოლიტიკურ პარტიებში და სწორედ ეს დინამიკა მინდა დავინახო და მაშინ გადაწყვეტს ის 54% მივიდეს თუ არა არჩევნებზე, და რა გააკეთოს ამ არჩევნებზე.
ვინდაიდან ამ რიტორიკას ვერ ვუყურებთ და მუდმივად ვ ართ უნიჭო პინკპონგის ყურებაში, დღეს ამ არჩევანს კი ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვრჩება სივრცე, რომ ჩვენი საკუთარი სიტყვა ვთქვათ”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები