მაია კობახიძე წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე: მანდატურის სამსახურის მოვალეობა იყო მხოლოდ პედაგოგზე ჩასაფრება, რომლის შემდეგ, პედაგოგს მიაკრეს მოძალადის იარლიყი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე წინა ხელისუფლების დროს პედაგოგების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე ჰყვება.
როგორც მაია კობახიძე იხსენებს, წინა ხელისუფლება სამასწავლელოებში მასწავლებლებს აფრთხილებდნენ თუ ექნებოდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, კანონით ჰქონდათ უფლება, ახსნა-განმარტების გარეშე დაეთხოვათ სკოლიდან.
“მინდა გავიხსენო ის ავადსახსენებელი 2010-2012 წლები, არ მინდა თავს მოგახვიოთ ჩემი განცდები, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მთლიანად, პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა – პირადად ჩემზე და პედაგოგთა პროფკავშირზე ზეწოლები, დაშანტაჟება, პროვოკაციები, შავი პიარი… მთელი კასკადი მოდიოდა იმისთვის, რომ პედაგოგი დარჩენილიყო დაუცველი.
სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 2011 წელს 12 000 -ზე მეტი პედაგოგი განთავისუფლდა სკოლებიდან. რა თქმა უნდა, უკანონოდ, თუმცა კანომდებლობა აძლევდა ამის შესაძლებლობას. ასევე ყველას ახსოვს, პედაგოგთა რესპრესირებისთვის შექმნილი მანდატურთა სამსახური, რომელმაც დააპირისპირა მანდატური და მასწავლებელი, მანდატური და მოსწავლე, მანდატური და მშობელი.
მანდატურის სამსახურის მოვალეობა იყო მხოლოდ პედაგოგზე ჩასაფრება, რომლის შემდეგ, პედაგოგს მიაკრეს მოძალადის იარლიყი. ვცდილობთ და დღემდე ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომ ჩამოვხსნათ ეს იარლიყი და პატივი ვცეთ ამ საზოგადოებას.
ასე ხდებოდა სხვა უწყებებშიც. გვახსოვს ერთწლიანი შრომითი ხელშკრულებები, როდესაც დღეს პედაგო გებთან უვადო ხელშკრულებებია გაფორმებული. რა მივიღეთ ხელისუფლებ ის ცვლილების შემდეგ? მოგვეცა შესაძელბობა, გვემოქმედა და ბოლო 6 წელიწადში 50 000-ზე მეტი წევრი გვყავს. აღვადგინეთ თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და შედეგად მივიღეთ ის, რომ შრომითი პირობები გაუმჯობესებულია”, – განაცხადა მაია კობახიძემ როფკავშირების კულტურის ცენტრში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაძე.
მაია კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პედაგოგთა ხელფასები 65%-ით გაიზარდა.
“დამეთანხმებით, პროფკავშირები აპოლიტიკური ორგანიზაციაა, თუმცა ქვეყნის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველამ მკვეთრი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ჩემი პოზიცია გამომდინარეობს პედაგოგთა პროფკავშირის დიდი უმრავლესობიდან. ჩვენ ქალ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სწორედ ამ ცვლილებების გამო ვუჭერთ მხარს. განათლების სისტემაში უმრავლესობა არიან ქალები, რომლებიც საშინლად შევწუხდით ქალბატონი სალომეს წინააღმდეგ მიმართული აღვირახსნილი, ცილისმწამებლური კამპანიის გამო, ვგმობთ ამგვარ ქმედებებს. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელმაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოვახდინოთ პოლიტიკაზე, დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესების მიზნით. უნდა გვქონდეს ძლიერი ხმა ყველა დასაქმებულის სასარგებლოდ”, – განაცხადა მაია კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები