ნუკრი ქანთარია: მგონია, რომ სააკაშვილი-ალასანიას საუბარზე საზოგადოებამ ადეკვატური დასკვნა უნდა გააკეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, მისთვის შს სამინისტროს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი-ალასანიას საუბარი ავთენტურია მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც მან განაცხადა, ამ თემაზე საზოგადოებამ ადეკვატური დასკვნა თავად უნდა გააკეთოს.
„მოულოდნელი ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა და მგონი ძალიან ბევრისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ამ დიალოგის ავთენტურობა. ადამიანები, რომლებიც თავის თანამემამულეებს, თავის ქვეყანას აგინებენ და ასეთი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ კერძო საუბარში, ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს და მგონია, რომ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ამაზე აბსოლუტურად ადეკვატური დასკვნა, თუ რა შეიძლება ამაზე ითქვას, თუმცა ჩემთვის მოულოდნელი ეს არ ყოფილა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები