სერგი კაპანაძე: თუ საქართველოში ქონების ჩამორთმევა ხდებოდა, ძალიან ცუდი იყო და ამის გამეორება დაუშვებელია

„ევროპული საქართველო” იმ განცხადებებს ემიჯნება, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქონების ჩამორთმევაზე საუბრობს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, პარტიის პოზიციაა – არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ვინმეს გაკულაკება ან ძალისმიერი მეთოდებით ქონებისა, თუ სხვა რაიმე სიკეთის ჩამორთმევა.
„თუ ეს საქართველოში ხდებოდა, ძალიან ცუდი იყო და მისი გამეორება დაუშვებელია. ასეთი სახის დამოკიდებულებასა და განცხადებას „ევროპული საქართველო” ემიჯნება. საქართველოში პოლიტიკური ანგარიშწორება და ამ წრეზე სიარული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. როცა ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და პროპორციული სისტემით დაკომპლექტებული მთავრობა იმის გარანტია იქნება, რომ მომავალში მსგავსი არაფერი მოხდება”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები