ეკა ბესელია: სააკაშვილი-ალასანიას საუბარზე უფრო დიდი საშინელება რა შეიძლება მოისმინოს მოქალაქემ?!

“ქართული ოცნების” წევრი ეკა ბესელია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ავთენტურობა დამტკიცდა
მისი შეფასებით, აღნიშნული საუბარი უმძიმესი შინაარსის იყო.
“ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც ეჭვქვეშ არ აყენებს მათი მონაწილეების ნამდვილობას, ეს არის ობიექტური მტკიცებულება, რაც შეეხება შინაარსს, ის შემზარავია. ამაზე უარესი, უფრო დიდი საშინელება რა შეიძლება მოისმინოს იმ ქვეყნის მოქალაქემ, რომლის ყოფილი პრეზიდენტი ასე საუბრობს საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე?! მე მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, რომელსაც მეტი კომენტარი არ სჭირდება და ყველაფერზე მეტყველებს. აქ უნდა დავსვათ წერტილი. ამის იქით არანაირი განმარტება ამ თემას არ სჭირდება. ეს არის უმძიმესი შინაარსის შემცველი საუბარი”, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები