ირმა ინაშვილი: თუ “ნაცმოძრაობა” ისევ ხელისუფლებაში მოვა, მეტი ენთუზიაზმით აწამებს ხალხს, წაართმევს ქონებას და დაარბევს აქციებს

“დავუშვათ და ამ ადამიანებს ხელისუფლება მიეცეთ, ასჯერ და ათასჯერ მეტი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აწამებენ ადამიანებს, წაართმევენ ქონებას, დაარბევენ აქციებს და გაყიდიან ქართულ მიწას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პინგ-პონგი უნდა დასრულდეს.
“სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ვიღაცას ქონება წაართვა, თურმე კი არა, ბიზნესმენებს ქონებას ართმევდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ადამიანებს ფარულად იღებდნენ, რაც მათ დანაშაულს ადასტურებს.
„ქართულ ოცნებასთან“ კითხვა მაქვს – როდემდე უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პინგ-პონგი და პოლიტიკური თამაშები? როდის უნდა მიიღონ რეზოლუცია და დამნაშავეებმა პასუხი როდის უნდა აგონ? სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ სახელებს ართმევდა და თურმე, ადამიანი ეშხში შედის, როცა ვიღაცას სახლს ართმევს. ის ძველი, 2003 წლის მიშა არ არის და თურმე, ქართველი ხალხი ნუ აიძულებს, იგივე გახდეს. ეს ყველაფერი მათი ძალადობრივი პოლიტიკის აღიარებაა, მაგრამ დასჯის მექანიზმი სადაა? ვინ დაისაჯა? იყო თუ არა ადეკვატური სასჯელები, რაც მიიღეს?“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები