უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებებთან დაკავშირებით ავიაციის სააგენტო სამუშაო ჯგუფს ქმნის

უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების გაუმჯობესების და უნიფიცირებული სტანდარტების დანერგვის მიზნით, მსოფლიოს წამყვანი საავიაციო ორგანიზაციები ცვლილებების პაკეტზე მუშაობენ.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წლის ბოლოს, ევროკავშირი ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ინიცირებული რეგულაციის პროექტის დამტკიცებას გეგმავს. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ, უკვე განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება გარკვეული ცვლილებების შეტანა ჩიკაგოს კონვენციის შესაბამის დანართებში. ახალი ინიციატივით, იგეგმება საავიაციო ხელისუფლებების უფლებამოსილების სფეროების გაფართოება, ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება და მათი სტანდარტიზაცია წევრი სახელმწიფოებისთვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობს „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესების“ ცვლილებების პროექტზე. პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, სააგენტო ქმნის სამუშაო ჯგუფს. ჯგუფში მოწვეულნი არიან სამინისტროების, სხვადასხვა სახელმწიფო და საავიაციო უწყებების, უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორი მსხვილი კომპანიების/ჯგუფების წარმომადგენლები.
ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/GeorgianAviation/photos/

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები