ირაკლი ზარქუა: ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში სიცრუე, ხმაური და ქაოსი შეეტანა

ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია დღეს შეეცადა ბიუჯეტის განხილვის პროცესში სიცრუე, ხმაური და ქაოსი შეეტანა.
“ბიუჯეტში ზრდა გვაქვს სოციალური და განათლების მიმართულებით, კონკრეტულად ბაგა-ბაღების მშენებლობის კუთხით. 2019 წელს დედაქალაქში 10 განახლებული ბაღი იქნება, მოხდება 10 ხიდის რეაბილიტაცია, გარდა ამისა განხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ოპოზიცია საუბრობს, რომ თითქოს 2019 წლის ბიუჯეტი მცირდება და ამაზე იყო მთელი პერიპეტიები. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ 2018 წლის დასაწყისში ბიუჯეტი იყო 861 მილიონი ლარი, წელს კი შემოტანილია 871 მილიონი , ანუ 10 მილიონი ლარით გაზრდილი. რაც შეეხება მთელი წლის განმავლობაში გაზრდილ ბიუჯეტს, ეს განპირობებული იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერებით და ნაშთებით. ჩვენ წელს ველოდებით ტრანსფერსაც და ნაშთსაც. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ბიუჯეტი იქნება 916 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2019 წელს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 920 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ამ სიცრუის შემდეგ, არ ვიცი რა თვალით შეხედავს ოპოზიცია საკუთარ მოქალაქეებს, თუმცა ისინი უტიფრები არიან და ამისთვისაც მოძებნიან ძალას“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები