ეკა ბესელია: სააკაშვილის განცხადება ჰომოფობიური, ანტისემიტური და დისკრიმინაციულია

სააკაშვილის მორიგი განცხადება ჰომოფობიური, ანტისემიტური და დისკრიმინაციული გამონათქვამის კლასიკური მაგალითია, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის შესახებ.
“ის, რაც ახლა, ბოლო გამოსვლის დროს ებრაელთა მიმართ გამოიყენა, ასეთი შეფასებები არის პირდაპირ დისკრიმინაციული, არის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და ძალიან პრინციპულია, გაემიჯნოს ყველა ის ადამიანი, ვინც ასე არ ფიქრობს, ამ აზრს არ იზიარებს”, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, სააკაშვილის განცხადებებს საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი რეაქცია უნდა მოჰყვეს და მნიშვნელოვანია ისიც, გაემიჯნებიან თუ არა თანამოაზრეები მათი ლიდერის შეურაცხმყოფელ და ჰომოფობიურ განცხადებებს.
“სირცხვილია ეს, დაუშვებელი და მიუღებელია ასეთი შეფასებები. სამწუხაროდ, პირველი არ არის, ალბათ, არც ბოლო იქნება, მაგრამ პრინციპული არის ის, რომ საზოგადოების მხრიდან სწორი, ჯანსაღი რეაქცია მოჰყვეს. ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, გაემიჯნებიან თუ არა მისი თანამოაზრეები და მეგობრები მათი სულიერი ლიდერის ასეთ შეურაცხმყოფელ და ჰომოფობიურ განცხადებებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს ებრაელი აფერისტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები