დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობა” ადამიანების ძარცვას და ბიზნესის დარეკეტებას ვერ გადაეჩვევა, ეს მათი სტილია

ადამიანების ძარცვა და ბიზნესის დარეკეტება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სტილია, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება ე.წ “შავ სიაში” მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების განულებასთან დაკავშირებით.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოება არ დაუშვებს, რომ ” ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდნენ.
„ეს ძალა და ადამიანები ძარცვასა და ბიზნესის დარეკეტებას ვერ გადაეჩვევიან, ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების სტილია. ამ პოლიტიკურ ძალას სხვა გზა და სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რაც 2003-2012 წლებში აჩვენეს. საზოგადოება გაძარცვეს, ბიზნესი დაარეკეტეს და ახლა საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან ურთიერთობის გაგრძელება იგივე ხელწერით სურთ. საზოგადოება იმას არ დაუშვებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდნენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. მისი განცხადებით, როგორც კი გია ვაშაძე მოიგებს, ბიძინა ივანიშვილს ფულს მოატანინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები