საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათვის და საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ბეგლინგერის დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. გიორგი მარგველაშვილმა ლუკას ბეგლინგერს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები