ეკა ბესელია: სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის კლასიკური მოდელი იყო, რასაც მაშინ სააკაშვილი, ადეიშვილი და ეს ჯგუფი აკეთებდა

„სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის კლასიკური მოდელი იყო, რასაც მაშინ სააკაშვილი, ადეიშვილი და ეს ჯგუფი აკეთებდა“, – აცხადებს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.
დეპუტატი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმიანობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ან ზურაბ ადეიშვილს ძალაუფლება რომ დაუბრნდეთ, რევანში გარდაუვალია.
“სააკაშვილის განცხადებები კიდევ უფრო მეტად აცოცხლებს ისედაც არდავიწყებულ ძალიან მძიმე ფაქტებს, როდესაც მათი ხელისუფლებაში მოსავლისთანავე დაიწყო ქონების ჩამორთმევის, წართმევის, ღამე გადაფორმების, ჩუქების უპრეცედენტო ფაქტები და მასშტაბი იყო ძალიან დიდი. ასეულობით ადამიანი და ამ რიცხვმა უკვე ათასობით მოიყარა თავი , განიცადა რას ნიშნავს საკუთრების დაკარგვა. სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის კლასიკური მოდელი იყო, რასაც მაშინ სააკაშვილი, ადეიშვილი და ეს ჯგუფი აკეთებდა, ვისაც უამრავი ადამიანის კერძო საკუთრება ღამე გადაფორმებული იყო სხვადასხვა სტრუქტურებზე და მერე ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მახსოვს ჩემი ადვოკატობის პერიოდში უამრავ ასეთ ადამიანს ვიცავდი, შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდში ათასობით ასეთი განცხადება მაქვს შესწავლილი. დღემდე არ არის დასრულებული დაზარალებულთა უფლებებში აღდგენის პროცესი, იმდენად დიდი იყო ეს მასშტაბი. ეს იმას ნიშნავს , რომ განწყობები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუ დამოკიდებულება ასეთი საკითხების მიმართ არ იცვლება. აბსოლიტურად იგივე სურათს მივიღებთ დღეს, ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ, ერთი წუთით რომ დავუშვათ, ამ ადამიანებს ჰქონდეთ რაიმე ტიპის ბერკეტი ჰქონდეთ, ან სახელისუფლებო რაიმე რესურსს ფლობდნენ. ზუსტად ანალოგიურად, რაც ხდებოდა 2004 წლიდან 2012 წლამდე, აი იგივე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ანალოგიური მეთოდებით შეეცდებიან ისინი რევანშს და შურისძიებას, რასაც აკეთებდნენ, ეს იქნებოდა საკუთრების ხელყოფა, წართმევა, ჩუქება, იძულებით ქონებების გადაფორმება, თუ პიროვნული და პერსონალური შურისძებები“ – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები