დავით მათიკაშვილი: სააკაშვილს შეუძლია ისეთი რამ განაცხადოს, რაც მთელი მსოფლიოსთვის შეურაცხმყოფელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პიარზე საუბრისას, პიარსპეციალისტს მოშე კლუგჰაფტის აფერისტი უწოდა.
მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილს შეუძლია ისეთი რამ განაცხადოს, რაც მთელი მსოფლიოსთვის შეურაცხმყოფელია.
„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ადამიანებს შეურაცხყოფა ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე მიაყენოს. მის პოლიტიკურ ხედვაშიც ჯდება, რომ ანტისემიტური განცხადებებით იყოს ცნობილი და ხაზი გაუსვას იმას, რაზეც მთელი მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ასეთი განცხადებები შეურაცხმყოფელია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის შესახებ განცხადება “რუსთავი 2-ის” ეთერში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პიარზე საუბრისას გააკეთა.
“ხაინდრავას მისცა 3 მილიონი, რომ კამპანიაში ჩაერთოს, ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები