ვახტანგ ჭარაია: 600 ათასი მოქალაქის ვალისგან გათავისუფლება არნახული გულუხვობაა ფონდი “ქართუ”-ს მხრიდან

ისინი, ვისაც არ შეეხო ეს ცვლილებები, ჩემი აზრით, არათუ ნეგატიურად, არამედ კეთილგანწყობით უნდა შეხვდნენ იმ მოვლენას, რომ მათ გაჭირვებულ თანამოქალაქეებს კერძო სექტორის და არა ბიუჯეტის ხარჯზე გაუნულდებათ ვალები, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
“2000 ლარამდე (ძირი თანხა) პრობლემური სესხების მქონე, დაახლოებით, 600 ათასი მოქალაქის ვალისგან გათავისუფლება, რომლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1.5 მილიარდ ლარს უტოლდება, არნახული გულუხვობაა კერძო სექტორის, კერძოდ, ფონდი “ქართუ”- ს მხრიდან. ეს არ გამოიწვევს ამ მოცულობის თანხის ერთბაშად ბაზარზე გამოსროლას და ინფლაციას, როგორც ამას სკეპტიკოსები პროგნოზირებენ, რადგანაც ეს თანხა მევალეებზე ანუ საფინანსო სექტორზე გადანაწილდება, რომელსაც თავის მხრივ, სესხების უფრო იაფად გაცემის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება ამ უიმედო სესხების დაბრუნებით. გარდა ამისა, ამ მოვალეების დიდი ნაწილი გათავისუფლდება ყოველდღიური თავის ტკივილისგან და არც პრობლემა ექნება დაიწყოს მუშაობა და ხელფასი დაერიცხოს, რომელსაც უკვე არ დაუყადაღებენ ვალის გამო. დამატებით, ისინი, ვისაც ასეთი ვალი არ ჰქონდა და არ შეეხო ეს ცვლილებები, ჩემი აზრით, არათუ ნეგატიურად არამედ კეთილგანწყობით უნდა შეხვდნენ იმ მოვლენას, რომ მათ გაჭირვებულ თანამოქალაქეებს კერძო სექტორის და არა ბიუჯეტის ხარჯზე, გაუნულდებათ ვალები”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები