“რუსულ ფილმში ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლება დოკუ უმაროვის დამქაშებთან თანამშრომლობდა”

ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსულმა მხარემ საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოიყენოს ფილმი, სადაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუა შესული. მაისაიამ ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში“ ისაუბრა.
მისი თქმით, რუსული პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით იკვეთება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ „კავკასიური ემირატის“ წარმომადგენლებთან და მათ კორიდორს უკეთებდნენ. როგორც მაისაიამ აღნიშნა, ოქრუაშვილი რუსი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება, ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დოკუ უმაროვის დამქაშებთან თანამშრომლობდა.
„შემიძლია, გითხრათ რუსულმა მხარემ რა კონკრეტული მტკიცებულება, შეიძლება, გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. ესაა დოკუმენტური ფილმი, რომელიც მე აღმოვაჩინე რუსულ არხზე, რომელმაც დაიწყო ამ ფილმის ჩვენება. ეს არის რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „ოერტეს“ მიერ გადაღებული ფილმი 2011 წელს. ფილმი გადაღებულია პერიოდში, როცა ჰააგის ტრიბუნალის საკითხი იყო აქტუალური. რუსებმა გადაიღეს პროპაგანდისტული ფილმი, რომელსაც ჰქვია „საქართველოს კორიდორი“. ფილმი 6- წუთიანია და გააჩნია დიდი დატვირთვა. რუსული იდეოლოგიური, პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით იკვეთება, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ კავკასიური ისლამური ემირატის წარმომადგენლებთან, უკეთებდნენ მათ კორიდორს და ხდებოდა ჩეჩენი მებრძოლების გადასროლა. კავკასიური ისლამური ემირატი დოკუ უმროვის ხელმძღვანელობით აშშ-ს საელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2007 წელს შეიყვანა შავ სიაში, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში .
ამ ფილმში მთავარ სუბიექტად გამოდის ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი , რომელიც რუს ჟურნალისტს პარიზში 2011 წელს აძლევს ინტერვიუს , სადაც ამტკიცებს, რომ სწორედ მაშინდელი ხელისუფლება, თურმე, თანამშრომლობდა დოკუ უმაროვის დამქაშებთან, გოჩიაევსაც კი გაუხსნა კორიდორი და ეს ჯგუფი გადადიოდა საქართველოს ტერიტორიაზე 2005- 2006 წლებში. აი, რა შეიძლება რუსულმა მხარემ მართლა გამოიყენოს , თუ შეიძლება ითქვას მტკიცებულებად , მათ შორის ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სამხედრო დანაშაულებში შედის, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტებთან თანამშრომლობა და მათ მიმართ სამხედრო დახმარების უზურნველყოფა.
თუ საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის წიგნის გამოყენებაზე და მტკიცებულება არ გვინახავს სად, როგორ რა პირობებში გამოიყენა ეს რუსულმა მხარემ, ეს უკვე რა არის? აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილთან ურთიერთობებში შედის“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები