პაატა კვიჟინაძე: მადლობა ფონდ “ქართუს”, რომელიც დააფინანსებს მოქალაქეების ვალებს

როგორც იცით, როდესაც პრემიერი მობრძანდა მაშინ განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარება უნდა შეეხოს ყველა მოქალაქეს, ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება, – ასე შეფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ “შავ სიაში“ მყოფი 600 ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანებების განულება.
“ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება. როგორც იცით პრემიერმა განაცხადა როდესაც მობრძანდა, რომ ქვეყანა წავა ეკონომიკის განვითარების ინკლუზიური კუთხით. ანუ ეკონომიკის განვითარება უნდა შეეხოს ყველა მოქალაქეს. ამის გადაწყვეტილება იყო, როდესაც მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით იყო გამარტივებული კანონმდებლობა, შეღავათები, ეს იყო პირებისთვის ვალების ჩამოწერა. მხედველობაში მაქვს იურიდიული და კერძო საქმიანობისგან გამომდინარე პირებზე და ეხლა ეს არის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ერთი მიმართულებით ჩვენ მივიღეთ კანონი, ეროვნული ბანკი 1 იანვრიდან აამოქმედებს და ეს არის ეხლა, მადლობა ფონდ “ქართუს”, რომელიც დააფინანსებს მოქალაქეების ვალებს, რომელიც 2 ათას ლარს ქვემოთ არის, აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ეს არის ძირ თანხაზე საუბარი. შეიძლება გადასახდელი მეტი იყოს, მაგრამ ძირი უნდა იყოს 2 ათას ლარზე ნაკლები. ეს არის დიდი საქმე, შეეხება ჯერ-ჯერობით 600 ათას ადამიანს.
გრძელდება მუშაობა,რომ კიდევ 150 ათას შეეხოს და საერთო ჯამში მილიარ ნახევრამდეა თანხა. ეს არის შავ სიაში მყოფი ადამიანები,რომლებიც მოწყვეტილი არიან დღეს ეკონომიკურ ცხოვრებას და გარიყურლი არიან ეკონომიკური საქმიანობისგან. შეიძ₾ება ძირი იყოს 2 ათასი და პროცენტები 5, მაგრამ თუ ძირი არის 2 ათას ლარამდე ყველას ეხება,დაიფარება მთლიანად, ბანკებს არ დააზარალებს-ამას ცალსახად ვამბობ, ბანკები არის ეკონომიკური განვითარებისთვის ძირეული და მოხდება ვალების გადახდა ფონდ “ქართუს” მიერ”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები