ირაკლი სესიაშვილი: ნატო-ს ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი გაითვალისწინა

პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტს აფასებს. მისი თქმით, ასამბლეა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობასა და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს მიესალმება.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ინტენსიურ პროცესს სახელმწიფოების პარლამენტის წარმომადგენლები მუდმივად მხარს უმაგრებენ.
“ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი. „ნატო-ს შეკავების გაძლიერება აღმოსავლეთით” რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია რა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ასევე, მოუწოდებს ალიანსის მთავრობებს და პარლამენტებს მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატო-ს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ინტენსიურ პროცესს, მუდმივად მხარს უმაგრებს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წარმომადგენლები”, – აცხადებს სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები