სოფო ქაცარავა: ნატო წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავებისკენ მოუწოდებს

ალიანსი კარგად ინფორმირებულია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და გამოხატავს მზადყოფნას მათთან ერთობლივი ძალისხმევით გასამკლავებლად, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსი საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ კარგად არის ინფორმირებული.
“ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტზე მიღებულ იქნა რეზოლუცია “რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ”. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ. ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ ასპირანტ ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი კარგად ინფორმირებულია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და გამოხატავს მზადყოფნას, მათთან ერთობლივი ძალისხმევით გასამკლავებლად”, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები