მაია ცქიტიშვილი: ბახტაძემ ფინანსთა მინისტრისობისას შემოიტანა ინიციატივები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით

ჩვენ უნდა ველოდოთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, როდესაც ის დააანონსებს უკვე კონკრეტულ პროგრამას ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ მოთხოვნას გამოეხმაურა.
„ძალიან კარგია, რომ ბატონი გრიგოლი დაინტერესდა ამ პრობლემით, მაგრამ ბატონმა მამუკა ბახტაძემ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე, შემოიტანა ინიციატივები ჭარბვალიანობასთანდაკავშირებით.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხვალ ჩვენ უნდა ველოდოთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, როდესაც ის დააანონსებს უკვე კონკრეტულ პროგრამას, რომელიც იქნება მიმართული ჭარბვალიანობასთან და დაგროვილი სესხების გადაწყვეტის საკითხზე. ასე რომ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები