ირაკლი კობახიძე: არ მგონია არჩევნების თარიღმა ამომრჩევლის აქტივობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს

„არჩევნების დანიშვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა, რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს დამოკიდებულია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების თარიღი ამომრჩევლის აქტივობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ცესკოს გადასაწყვეტია როდის დაინიშნება არჩევნები. არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე. თქვენ გახსოვთ მაგალითად, სააკაშვილმა 2012 წელს ორშაბათ დღეს დანიშნა არჩევნები. თუმცა ეს არჩევნები იყო ყველაზე აქტიური საქართველოს უახლეს ისტორიაში, შესაბამისად აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები