გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარ ბოშტინარუს ყოფილ კომუნისტს უწოდებს

საქართველოს საპარალამენტო უმცირესობის წევრს, გიორგი კანდელაკს ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებებზე სერიოზული განცხადებების გაკეთება უჭირს და ზოგადად, მას, როგორც ევროპარლამენტარს, მნიშვნელოვან ფიგურად არ აღიქვამს.
გიორგი კანდელაკის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში გუშინ განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.
კანდელაკი ამბობს, რომ „ყოფილი კომუნისტების“ განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„თუ ყოფილ კომუნისტს არ მოსწონს რომელიმე კანდიდატი ჩვენ არჩევნებში, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი. მას რომ ოპოზიციური კანდიდატი მოსწონებოდა, მაშინ იქნებოდა რაღაც პრობლემა. ყოფილი კომუნისტების განცხადებებზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, პირიქით ეს ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს, პრობლემაა. რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ამას გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები