მაია ცქიტიშვილი: ნაციონალებმა 69 კილომეტრი გზა ააშენეს, ჩვენ – 126

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 126 კილომეტრი ახალი გზა აშენდა, მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას – 69 კილომეტრი. მან გადაცემაში „პირისპირ“ რეაბილიტირებული გზების შესახებაც ისაუბრა.

„მათი მმართველობის დროს 1300 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა, მაშინ როცა 2600 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. ანუ, გაორმაგებული მაჩვენებლებია ორივე პარამეტრში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრს ამ ციფრების მოშველიება, როგორც ჩანს, მათ გასაგონად დასჭირდა, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნა სწორედ გზების დაგებითა და ფასადების შეღებვით აღიბეჭდა მეეხსიერებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები