სოფო ხორგუანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება-სამებას მოოქროვილი ჯვარი მამუკა ჯინჭარაძემ და მისმა მეუღლემ შესწირეს

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამებას მოოქროვილი ჯვარი მამუკა ჯინჭარაძემ და მისმა მეუღლემ შესწირეს.
“ის მოოქროვილი ჯვარი მამუკა ჯინჭარაძემ და მისმა მეუღლემ შესწირეს სამებას, ის ჯვარიც და სახლიც იერუსალიმში საქართველოსთვის ირინა ჯინჭარაძემ შეიძინა. იმ ირინა ჯინჭარაძემ, რომელსაც მერე გიორგი ქადაგიძის დახმარებით სახალხო ბანკი წაართვი და ლადო გურგენიძეს უფეშქაშე,-წერს ხორგუანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ რაც პირველი გააკეთა სამების მშენებლობის დასამთავრებლად გარკვეული თანხა გამოყო და ამასთან, სამების ტაძრის მოოქროვილი ჯვარიც მისი ინიციატივა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები