“გრიგოლ ვაშაძემ “დოიჩე ველესთან” ფაქტიურად დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი ამოცანა მოძალადეების შეწყალებაა”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა “ნაციონალური მძრაობის” მხრიდან იმიჯის შეცვლის მცდელობას უსუსურობა უწოდა.
კახიანი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება “ნაციონალურ მოძრაობას” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ღირსეულ პასუხს გასცემს.
“ორმაგი სტანდარტი “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, მეორე ტურის წინ ისინი მიხვდნენ, რომ მოძალადე რეჟიმს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, დღეს უკვე სულ სხვა რეალობაა, ისინი ცდილობენ გარკვეულწილად იმიჯის შეცვლას, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე ისინი ამჟღავნებენ რეალურ სახეს. მის მაგალითი იყო ის ინტერვიუც, რომელიც ბატონ ვაშაძეს ჰქონდა ცოტა ხნის წინ “დოიჩე ველესთან”. ფაქტიურად მან დაადასტურა ის, რომ ერთადერთი მისი ამოცანაა მოძალადეების შეწყალება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს”, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები