ინაშვილი გვარამიას პასუხობს: რუსეთის აგენტი შენი დირექტორი მიშა სააკაშვილია

“პატრიოტათა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორს ნიკა გვარამიას პასუხობს.
როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძეს საერთოდ არ იცნობს და არც არასოდეს შეხვედრია.
“იმედია, გვარამიას ჩემს პოსტს დაუკოპირებენ, რომ ამობეჭდოს და გაიკრას შუბლზე: კახა თარგამაძეს საერთოდ არ ვიცნობ, პირადად არც კი შევხვედრივარ. რუსეთის აგენტია შენი დირექტორი მიშა სააკაშვილი, რომლის “კაგებეშნიკურ” ფულზეც მიბმული ხარ ძუძუს გოჭივით. რაც შეეხება გადაღუნვას, ნაცმოძრაობაში ბევრი გყავს, ვისზეც შეგიძლია ძალები მოსინჯო! ვაშაძით დაიწყე.
ერთი რამეც იცოდე: ყველა შეურაცხყოფაზე გაგებინებთ პასუხს. გინდა მუქარად ჩათვალე და გინდა- რჩევად,-წერს ირმა ინაშვილი.
ნიკა გვარამიამ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის აგენტად მოიხსენია და კაცა თარგამაძის ფულის მათხოვარი უწოდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები