ნინო ლომჯარია მის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს

სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მისთვის მიწერილ მუქარისშემცველ ტექსტებზე საუბრობს, ომბუდსმენი შსს-ში დაიბარეს.
“სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. მასთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყევტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მიღებულ მუქარისშემცველ შეტყობინებებს ასაჯაროებს და აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები