გიორგი მარგველაშვილი პარიზში, მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებში მონაწილეობს, მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება. მაკრონმა აღნიშნული ღონისძიება პირადად გახსნა, რომელსაც 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა.
მსოფლიო ლიდერები მშვიდობის ფორუმზე ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო სამსჯელოდ შეიკრიბნენ, ისინი განიხილავენ: მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, განვითარებასთან, ციფრულ და ახალ ტექნოლოგიებთან, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები