დავით მათიკაშვილი: იური მეჩითოვის შეფასება, 9 აპრილთან დაკავშირებით, მცდარია

ცხრა აპრილთან დაკავშირებით, არაერთი შემაჯამებელი დოკუმენტი დაიდო, სადაც აღნიშნულია რეალურად რა მოხდა, რით დაიღუპნენ ადამიანები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილთამა განაცხადა.
მისივე თქმით, მეჩითოვის განცხადება ერთი ადამიანის წარმოდგენაა.
“ეს არის ერთი ადამიანის წარმოდგენა, რაც აბსოლუტურად მცდარია. მე მახსოვს რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებას. ცხრა აპრილთან დაკავშირებით, არა ერთი შემაჯამებელი დოკუმენტი დაიდო, სადაც აღნიშნულია რეალურად რა მოხდა, რით დაიღუპნენ ადამიანები. ასეთი შეფასებების გაკეთებისას მეტი ყურადღებაა საჭირო და მეტად უნდა გავაანალიზოთ ყველა ფაქტი, რაზეც ვსაუბრობთ”,-აღნიშნა მათიკაშვილმა.
უმრავლესობის წევრის განმარტებით, იური მეჩითოვს არანაირი კავშირი არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”.
“იური მეჩითოვს არანაირი კავშირი არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენი ხელისუფლების დროს, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიკავა კონკრეტული თანამდებობები და შემდგომ – დატოვა. ნებისმიერი ასეთი ადამიანის განცხადებაზე ჩვენ პასუხისმგებელნი ვერ ვიქნებით, თუმცა, როგორც ერთი ადამიანის მოსაზრებაზე, მე შემიძლია ვთქვა, რომ ის ცდება შეფასებებში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები