ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტები მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტები მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ძუძუს კიბო ონკოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მინისტრის განმარტებით, ფასდაკლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.
“ჯანდაცვაში ყველაზე მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სტადიაზე ვისაც სჭირდება მსგავსი სახის დახმარება საქართველოს მასშტაბით მიიღებს 80%-იან ფასდაკლებას მედიკამენტზე. ძუძუს კიბო არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონკოლოგიაში. ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის”,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები