ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს: ვიდეოს გადავიღებთ ჩვენც და შემოწმდეს ყველა კარავი

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს პარლამენტის წინ გაშლილი კარვების ყოველ ორ საათში შემოწმებას და ვიდეოგადაღება სთავაზობს. ზაზა სარალიძის თქმით, პოლიციელებმა უნდა ნახონ, რომ კარვებში საეჭვო არაფერი აქვთ.

„გუშინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაგვადანაშაულა, რომ კარვებში შესაძლოა რამე ნივთიერება იყოს აღმოჩენილი. ამიტომ გთავაზოთ, ყოველ ორ საათში, თქვენს წარმომადგენელთან ერთად გადაიღონ ვიდეო. ვიდეოს გადავიღებთ ჩვენც და შემოწმდეს ყველა კარავი”, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები