ზაზა სარალიძის დედა: პოლიციელებს არ ვუცემივარ, ამას ვერ დავაბრალებ

“პოლიციელებს არ ვუცემივარ, ტყუილი არ მიყვარს და ამას ვერ დავაბრალებ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძის დედამ განუცხადა.
“ვხედავ, ზაზა ძირს აგდია და რამდენიმე ადამიანი ადგას, ზედახორა იყო, სისხლიც დავინახე, ცუდად გავხდი და ჩემით წავიქეცი. მე პოლიციელებს არ ვუცემივარ. ტყუილი არ მიყვარს და ამას ვერ დავაბრალებ. პირიქით, კორიდორი გააკეთეს, ჰაერი მიეცითო. საავადმყოფოში წამიყვანეს. მინდა, ინგოროყვას კლინიკის ექიმებს დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ზაზა სარალიძის დედამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები